პოლიციამ გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობისთვის შალვა გულიაშვილი დააკავა

პოლიციამ გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობისთვის შალვა გულიაშვილი დააკავაშიდა ქართლის პოლიციამ გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობის ფაქტზე შალვა გულიაშვილი დააკავა.

მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.