სამტრედიაში გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სამტრედიაში გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალასამტრედიაში, გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამ დრომდე კლინიკაშია მეორე დაჭრილი.

სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით არის დაწყებული.

მთავარი