სპილომ გერმანიის ნაკრების წაგება იწინასწარმეტყველა

სპილომ გერმანიის ნაკრების წაგება იწინასწარმეტყველა42 წლის ჰამბურგის ზოოპარკის ბინადარმა სპილომ ევრო 2020-ის  მატჩში, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობდა, გერმანიის წაგება იწინასწარმეტყველა.
DW-ს ინფორმაციით, ჰამბურგის ზოოპარკის თანამშრომლებმა მნახველების მოზიდვისა და გართობის საქმეში სპილოც ჩართეს.
42 წლის სპილოს, სახელად იაშოდას, ზოოპარკის თანამშრომლებმა წინ საფრანგეთისა და გერმანიის დროშები დაუდეს. იაშოდას ბევრი არ უფიქრია და საფრანგეთის დროშა აიტაცა.

მჯერა, რომ საფრანგეთი ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდება, მაგრამ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ცოტა ოპტიმიზმის მიცემა გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა – აღნიშნა ზოოპარკის თანამშრომელმა.
ფეხბურთში ევრო 2020-ს ჯგუფურ შეხვედრაში საფრანგეთმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხა.