სვანეთში მოკლული ზესტაფონელი რობინზონ თუთარაშვილი ახლობლებმა ძლივს ამოიცნეს

სვანეთში მოკლული ზესტაფონელი რობინზონ თუთარაშვილი ახლობლებმა ძლივს ამოიცნეს“მთავარმა” ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია –  სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მამაკაცს თანხას, სავარაუდოდ, სისტემატიურად სძალავდნენ.  მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ფული სახელდება.

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ლენტეხში ცემით მოკლეს, 47 წლის ზესტაფონელი რობინზონ თუთარაშვილია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კაცს ქვემო სვანეთში თანხას სისტემატიურად სთხოვდნენ. ბოლო შემთხვევის დროს მან ფულის მიცემაზე უარი თქვა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

რობინზონ თუთარაშვილი ისეა ნაცემი, რომ ახლობლებმა ძლივს ამოიცნეს.

“ნაცემი მიატოვეს და მერე იპოვა ვიღაცამ და დარეკა სასწრაფოში. ცხედარს სახე არ უვარგა, ძვლები არის შესული ტვინში, მარტო გული მუშაობდა, მეტი არაფერი, ოპერაციას ხელი არ მოკიდეს, შანსი არაა, რომ გადარჩესო. ასე ამბობენ, რომ ფულის შეწერაზე იყო, ყოველ რეისზე 100 დოლარი, 200 დოლარი”, – ამბობს ნათესავი, გიორგი თუთარაშვილი.
ტრაგედია ლენტეხში 5 ივნისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.