თელავში მოკლული ზურაბ საჩიშვილის ძმისშვილმა ბესიკ ქართლელიშვილი თავში მაკრატლით დაჭრა

თელავში მოკლული ზურაბ საჩიშვილის ძმისშვილმა ბესიკ ქართლელიშვილი თავში მაკრატლით დაჭრასისხლიანი გარჩევა თელავში და მაკრატლით დაჭრილი ახალგაზრდა – 23 წლის ბიჭმა, მეგობარს ჩხუბის დროს თავში მაკრატელი ჩაარტყა.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე მოხდა. “პირველების” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, გასული წლის 25 დეკემბერს, მოკლული ექიმის, ზურაბ საჩიშვილის, ძმისშვილი და თელავის მერის ყოფილი მოადგილის, აკა საჩიშვილის, შვილი ზურა საჩიშვილია.

აკა საჩიშვილი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თელავის პოლიციის უფროსად მუშაობდა, “ოცნების” მოსვლის შემდეგ კი თელავის მერის მოადგილე გახდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის “ოცნების” კანდიდატის, ირაკლი სესიაშვილის, საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება დაშავებულს, “ტვ პირველის” კორესპონდენტის ცნობით, ის ბესიკ ქართლელიშვილია, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა გარჩევა ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობას.

ქართლელიშვილი მიღებული დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება საჩიშვილს, დაზიანებები მასაც აღენიშნება და ის ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

ირკვევა, რომ საჩიშვილმა კლინიკის ექიმებს უთხრა, რომ დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიიღო. ახალგაზრდა კაცს ტვინის შერყევაც აღენიშნება.

გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას  გაუფრთხილებლობით  გულისხმობს.