წყალტუბოში “რაიდერს ჰაბის” ყოფილი მოწილე 12.000 დოლარს ითხოვდა – რა გახდა ქურდული გარჩევის მიზეზი

წყალტუბოში "რაიდერს ჰაბის" ყოფილი მოწილე 12.000 დოლარს ითხოვდა - რა გახდა ქურდული გარჩევის მიზეზი“ტვ პირველმა” იმერეთში მომხდარი ქურდული გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. “პირველების” ინფორმაციით, საქმე ეხება წყალტუბოში მდებარე კაფე-ბარ “რაიდერს ჰაბის” მეწილეებს შორის ფინანსურ დავას. საუბარია 12.000 ამერიკულ დოლარზე, რის გადახდაზეც მოქმედი და ყოფილი ბიზნესპარტნიორები ვერ მორიგდნენ და ერთ-ერთმა “ქურდულ სამყაროს“ მიმართა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი უკანონო გარჩევა მარტში შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

საქმეში დევს ფარული ვიდეო ჩანაწერიც, რომელიც კრიმინალურ გარჩევას ასახავს.

“ტვ პირველი” კაფა-ბარის ერთ-ერთ მოწილეს, ეკა ბუცხრიკიძეს ესაუბრა. ის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან ფინანსურ დავას ადასტურებს. აღნიშნავს იმასაც, რომ მოდავე მხარემ საქმეში მეგობრები ჩართო, რის შემდეგაც ყოფილ მეწილეს “რაიდერს ჰაბის” მოქმედმა ხელმძღვანელებმა 800 დოლარი და 800 ლარი გადაუხადეს.

– საახლობლო წრეში ლაპარაკი იყო, იყო საუბარი სივრცეში. პრობლემა ის იყო, რომ ის (ერთ-ერთი მეწილე) გავიდა საქმიდან და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.  როგორც ვიცი, საქმეში ჩართული იყო საახლობლო წრე.  წილიდან ვინც გავიდა, რა თქმა უნდა, თანხა გვქონდა გადასახდელი, რადგან აქ ფული იყო ჩადებული. გადავიხადეთ 800 ლარი და 800$, – აცხადებს ბარის ხელმძღვანელი.