“ვიცი, ატყდება აჟიოტაჟი” – გორში ძველ ბაზარში მაღაზიებიც გაუქმდება

"ვიცი, ატყდება აჟიოტაჟი" - გორში ძველ ბაზარში მაღაზიებიც გაუქმდებაძველი აგრარული ბაზრისა და ავტოსადგურის გაუქმების შემდეგ, ტერიტორია მაღაზიებისგანაც გათავისუფლდება. ამის შესახებ გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა..

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების თაობაზე, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს მაღაზიების მეპატრონეებთან.

,,ვიცი, ატყდება ახლა აჟიოტაჟი ამ ამბავზე, დღეს ამ საკითხზე მქონდა შეხვედრა და იქ მაღაზიები აღარ იქნება” – ამბობს კოტე თავზარაშვილი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ძველი ბაზრის ტერიტორია მერიამ ,,ქართუ ჯგუფისგან” 2020 წლის 23 ოქტომბერს მიიღო უსასყიდლოდ. თუმცა, კერძო საკუთრებაში დარჩა მცირე ზომის მიწის ნაკვეთები.

გორის მერმა ამ ეტაპზე არ გაამხილა დეტალები, თუ რა სახის შეთავაზებები აქვს კერძო პირების მიმართ.

ქართლი