ზურაბ რიკრიკაძეს ფოტოზე კომენტარი ვახტანგ ზერეკიძემ დაუწერა – მას და შალვა გულიაშვილს პოლიცია ვერ პოულობს

ზურაბ რიკრიკაძეს ფოტოზე კომენტარი ვახტანგ ზერეკიძემ დაუწერა - მას და შალვა გულიაშვილს პოლიცია ვერ პოულობსსემსოტას მალვის ახალი ისტორია დაიწყო. 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის, იგივე “ტრუტის” მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ვახტანგ გომელაურის უწყება მისი ადგილსამყოფელის დადგენას ჯერ ისევ ვერ ახერხებს.

“მთავარმა არხმა” შეძლო საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის ვინაობის დადგენა. მამაკაცის, რომლის დაწერილ კომენტარსაც გორში, სისხლიანი ანგარიშწორება მოჰყვა.

ეს გახლავთ ვახტანგ ზერეკიძე, იგივე “ზერე”, რომლის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა უკვე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამ დროისთვის, უცნობია სად იმყოფება თავად ზერეკიძე.

“მთავარის” ინფორმაციით, ვახტანგ ზერეკიძე სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეს სწორედ შალვა გულიაშვილთან, იგივე “სემსოტასთან” ერთად იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, შალვა გულიაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდა და იქ იმალება. სამართალდამცველები ამ ვერსიას არ ადასტურებენ. ასევე არ განმარტავენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია, სადაა “სემსოტა”.

შალვა გულიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მტკიცებულებებს აგროვებს და “სემსოტას” ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს. მისივე თქმით, სავარაუდო დამნაშავე, ოჯახს არ ეკონტაქტება.

ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა 3 ივნისს  გვიან საღამოს, ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა.

მთავარი