“ეს შეძელი მხოლოდ შე… ამაყი ვარ, რომ შენი მეუღლე მქვია” – ანი პაიკიძე გურამ თუშიშვილს

"ეს შეძელი მხოლოდ შე... ამაყი ვარ, რომ შენი მეუღლე მქვია" - ანი პაიკიძე გურამ თუშიშვილსძიუდოისტ გურამ თუშიშვილის მიერ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ მისმა მეუღლე ანი პაიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ყველას ვერ გპასუხობთ , ემოციებისგან დაბნეულობისგან და კიდევ არ ვიცი, ამას რა ქვია.

პირველ რიგში ყველას მადლობას ვუხდი, ვისაც გულწრფელად უხარია ..

ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარია და მადლობა შენ ამისთვის. ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე !!! ეს დასაწყისია .. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი ორი წელიწადი დამთავრდა და დამთავრდა მედლით ..

შენ, მარტო შენ შეძელი ეს ყველაფერი, მადლობა ყველას კიდევ ერთხელ …”

ანისთვის გურამი მეორე ქმარია და ანი გურამზე 2 წლით უფროსია..