“ისინი 8-ჯერ სწრაფად ბერდებიან” – გარდაიცვალა 18 წლის გოგონა, რომელიც ბიოლოგიურად 144 წლის იყო

"ისინი 8-ჯერ სწრაფად ბერდებიან" - გარდაიცვალა 18 წლის გოგონა, რომელიც ბიოლოგიურად 144 წლის იყოინგლისის დასავლეთ სასექსის მკვიდრი აშანთი სმითი 18 წლის ასაკში იშვიათი გენეტიკური პათოლოგიით გარდაიცვალა, რომელიც სხეულის დაჩქარებულ დაბერებას იწვევს.

გოგონას ბიოლოგიური ასაკი 144 წელი იყო,

გოგონა ჰაჩინსონ-გილფორდის სინდრომით (იგივე პროგერია) დაიბადა. ადამიანები ამ დაავადების დროს რვაჯერ სწრაფად ბერდებიან. პაციენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წელია, ხოლო პაციენტის სხეულის ცვლილებები – 90 წლის ასაკის ეკვივალენტი.

17 ივლისს, მე-18 დაბადების დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, აშანთი გულის უკმარისობით სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „დედა, უნდა გამიშვა…“

აშანთის დედის, ფიბი ლუიზა სმითის თქმით, მისმა ქალიშვილმა იცოდა, რომ ავად იყო და დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ის ძლიერი პიროვნება იყო და ცდილობდა, ოპტიმიზმით შეეხედა ცხოვრებისთვის. როდესაც სხვა ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ, გოგონა იღიმებოდა და ამბობდა, რომ ყველა მას უყურებდა, რადგან ყველაზე ლამაზი იყო.

10 წლის ასაკში გოგონას გულმა ისე უმტყუნა, რომ  ჟანგბადის პორტატული აპარატი დასჭირდა. მალე ბარძაყის ძვალი მოიტეხა, მაგრამ ეტლში არ ჩაჯდა. გოგონა დედ-მამას ხელში აყვანილი დაჰყავდა. მან პირობა დადო, რომ გაივლიდა და კვლავ ისწავლა სიარული.

მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა აშანთის მე-18 დაბადების დღეზე მხიარული დღესასწაული მოუწყვეს. იუბილარმა წვეულებაზე პირველად გასინჯა ალკოჰოლი და ეს იყო კოქტეილი „სექსი სანაპიროზე“.

ნოსტალ ჯი