სპეცოპერაცია გორში – დააკავეს თაზო რიკრიკაძე და 4 პირი

სპეცოპერაცია გორში - დააკავეს თაზო რიკრიკაძე და 4 პირიშსს-მ გორში, რიკრიკაძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩაატარა.

დაკავებულია თაზო რიკრიკაძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი უკვე წარედგინა,

თაზო რიკრიკაძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. ინციდენტი კი, როდესაც მან პოლიციელი სცემა, 2018 წელს, რესტორან ნაჭარმაგევში მოხდა.

პროკურატურის მტკიცებით, თაზო რიკრიკაძე 4 პირთან ერთად თავს დაესხა პოლიციიის თანამშრომელს და მას ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიაყენა. რიკრიკაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გახარიას ახლო მეგობარმა, კახა საბანაძემ, თანამდებობა დატოვა და ექსპრემიერის გუნდს შეუერთდა.

სასამართლომ თაზო რიკრიკაძეს გირაო შეუფარდა. გირაო შეეფარდა თაზო რიკრიკაძესთან ერთად დაკავებულ ოთხივე პირსაც.

თაზო რიკრიკაძეს  7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული ზურაბ რიკრიკაძის, იგივე “ტრუტის” ძმისშვილია, რომელიც გორში 1 თვის წინ ჩაცხრილეს.