“ვის ჰყავს ბავშვი ასე გადაკიდებული?!” – რატომ გალანძღეს ცნობილი მოდელი

"ვის ჰყავს ბავშვი ასე გადაკიდებული?!" - რატომ გალანძღეს ცნობილი მოდელიცნობილი მოდელი ემილი რატიკოვსკი 4 თვის წინ გახდა დედა და უკვე გაეხა “დედურ სკანდალში”. ამერიკელ მოდელს ინტერნეტში იმ ფოტოს გამო დაესხნენ თავს, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა – თავისი ვაჟი სილვესტერ აპოლო ბეარი უჩვეულოდ უჭირავს და სახეზეც გულგრილობა აწერია – ასე აღიქვა ფოტო ბევრმა მშობელმა.

“ვინმემ უთხრას, რომ ეს ქლაჩი არაა, ბავშვია”, “ვის ჰყავს ბავშვი ასე გადაკიდებული”, “აქსესუარია თუ ბავშვი?” – უწერდნენ ფოტოს კომენტარებში. მოგვიანებით მეორე ფოტოც გამოუქექეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აქვს გადაღებული თავის ძაღლთან ერთად. ამან კიდევ უფრო მეტი ლანძღვა გამოიწვია…

რასაკვირველია, ემილი გიჟდება თავის შვილზე და ბევრი სხვა ფოტოა, სადაც გულში ჰყავს ჩახუტებული და ქუჩაშიც ასე დაატარებს, მის სახესაც საჯაროდ არ აჩენს. მისი კოლეგების განმარტებით, ეს ფოტო უფრო იმის დემონსტრირებისთვის გადაიღო, თუ როგორ ფორმაშია მშობიარობიდან 4 თვეში. და ნამდვილად არ ელოდა ასეთ აგრესიას. ფოტოს 1,8 მილიონზე მეტი რეაქცია და კომენტარი მოჰყვა.

მშობლები