ზესტაფონში ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ლევან ზირაქაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზესტაფონში ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ლევან ზირაქაძე თავს დამნაშავედ არ ცნობსზესტაფონში მომხდარი ვანო ბანცაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ. სამივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

დაკავებული პოლიციელის, ლევან ზირაქაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაცვის მხარეებს საქმის მასალები ჯერ არ გადაცემიათ.

ბრალი შესაძლოა დაკავებულებს დღეს ან ხვალ წარედგინოთ.

საქმეზე დაკავებულია მამა-შვილი. მამას გამოძიება მკვლელობას, შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავება. ადვოკატის თქმით, მტკიცებულების განადგურების ნაწილი სადაოა, მკვლელობის ნაწილზე კი გამოძიება გაგრძელდება.