სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდის ცენტრში – ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული, ზაალ კვიკვინია პოლიციამ დააკავა. ამოღებულია იარაღიც, საიდანაც 65 წლის გრამიტონ ლაგვილავა მოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს.
დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი ნუკრი ლაგვილავაა, მას გადაუდებელი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს დილით დაახლოებით 09:00 საათზე გაუხსნეს.
ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილია. მას კრიმინალური წარსული აქვს. სამი წლის წინ, ასევე ბიზნესდავის გამო მან ყოფილი ბიზნესპარტნიორიც დაჭრა.
მოკლული ბიზნესმენი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ტვ პირველი

