ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო

ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ​კორონავირუსით გარდაცვლილი ბათუმელი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო. ორივე მათგანი მკურნალობას კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა მათი ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი – ნონა ემირიძე, გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის კობა ჯაშოიანის სიცოცხლეც.

54 წლის ქალი ბათუმის ერთ-ერთი კოლეჯის ლექტორი იყო.