ბიძინა კულუმბეგოვი გიორგი კანდელაკს – “აიცერი, გიყვარდეს, დაიცავი!”

ბიძინა კულუმბეგოვი გიორგი კანდელაკს - "აიცერი, გიყვარდეს, დაიცავი!"მასობრივი ვაქცინაციის გამო აცრისადმი მდგრადი კოვიდის ახალი შტამების შექმნის შესახებ გიორგი კანდელაკის მოსაზრებას ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ვაქცინები ითვლება ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის საშუალებებად ინფექციებთან ბრძოლაში.
ამავე დროს, მეცნიერული შფოთი არსებობს მსოფლიოში ვაქცინების დაბალი განაწილების და გამოყენების მაჩვენებლებს, ამავე დროს, მაღალი გავრცელების არეებში ახალი შტამების გამოჩენასა და შესაძლო რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას შორის.

საყურადღებო საკითხია, მაგრამ არა დამტკიცებული, რომ ვაქცინაციასა და ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარის კომბინაციამ შესაძლოა შექმნას პოზიტიური სელექციური ზეწოლა რეზისტენტული შტამების წარმოქმნაზე.
ამ რისკების დაბალანსების და მინიმუმამდე შემცირების გზები ასე გამოიყურება:
ა) ტესტების რაოდენობის მაქსიმალური გაზრდა
ბ) კონტაქტების მოძიება და იზოლაცია
გ) პოზიტიური ქეისების მაქსიმალური სექვენირება
დ) ვაქცინაციის განაწილების გლობალური ძალისხმების გაძლიერება, რადგან არის დიდი შანსი ზოგიერთ ქვეყნებში მოხდეს რეზისტენტური შტამების ამოძირკვა, სხვაგან კი დარჩეს
ე) სანამ გლობალური გავრცელება მაღალია, ყველა პირმა პირნათლად უნდა დაიცვას არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სტანდარტები: პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა.
ეს არის მეცნიერული განხილვის საგანი და ამის გამო მსოფლიოს არცერთ ქვეყანას იმუნიზაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია. ვაქცინირებული ადამიანები არ წამოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს და პირიქით მასობრივი და სწრაფი ვაქცინაცია ამისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და აცრების გამოყენებისკენ!
აიცერი, გიყვარდეს, დაიცავი!”