ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს

ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილესბორჯომის ცენტრში, კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე, მეტსახელად ჭინგო, ჩაცხრილეს.

შემთხვევა ინგოროყვას და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა.

ადგილობრივები მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ცენტრში გამთენიისას ხელყუმბარა ისროლეს და ასევე, ავტომატის ჯერი ისმოდა.

– ავტომატის ხმა ისმოდა და რაღაც გასკდა, ეტყობა ყუმბარა იყო, მეტი არაფერი, გამოვიხედე გარეთ და არავინ აღარ იყო. ამბობე,ნ ვიღაც ჭინტორა გარდაიცვალაო. თავის ფეხით წასულა საავადმყოფოშ და იქ გარდაიცვალაო,  -ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ნამგალაძეების ოჯახის წევრებზე თავდასხმნის პირველი შემთხვევა არ არის. მათი ინფორმაციით, ორი წლის წინ ასევე მოკლეს  გარდაცვლილი ლევან ნამგალაძის ძმა, ნიკა ნამგალაძე, რომელიც ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

ლევან ნამგალაძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში ლევან ნამგალაძის ოჯახის წევრების გამოკითხვები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ტვ პირველი