ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპაჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 304 ადამიანი და დაშავდა 1800 -ზე მეტი პირი.

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მოხდა, მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.

იპნ