ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის მამა ანტონ მაისურაძეს ბრალი წარედგინა

ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის მამა ანტონ მაისურაძეს ბრალი წარედგინასაქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი ლევან ნამგალაძის მკვლელობის ფაქტზე მამა ანტონ მაისურაძეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.მ.-მ, დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ლ.ნ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ა.მ.-ს 2021 წლის 7 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ა.მ.-ს 2021 წლის 8 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.