ქეთი ჩხაიძეს ქმრის მკვლელობის საქმეში შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს

ქეთი ჩხაიძეს ქმრის მკვლელობის საქმეში შეიძლება ბრალი დაუმძიმდესკასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეზე ღუნაშვილის ცოლს, ქეთი ჩხაიძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს.

ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ 31 წლის ნოდარ ღუნაშვილს თავის  არეში მძიმე დაზინება სავარუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს. შესაბამისად გაბათილდა ღუნაშვილის ცოლის, ქეთი ჩხაიძის ჩვენება, რომ ქმარმა თავის არეში დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.

ღუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ცოლმა ცრუ ჩვენება მისცა და შესაბამისად, ქეთი ჩხაიძეს ბრალი თანამონაწილეობის გამო უნდა დაუმძიმდეს.

“ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, შავიტ თეთრზე წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილის მიმართ მიყენებული თავის არეში  დაზიანებები სრულად გამორიცხავს ქეთევან ჩხაიძის მიცემულ ჩვენებას, რომ მან დაზიანებები მიიღო დავარდნის შედეგად ზედაპირზე. ქეთევან ჩხაიძე იყო თანამონაწილე მკვლელობის, თუმცა გამოძიება გრძელდება”, – ამბობს ოჯახის ადვოკატი.
ჩხაიძის ადვოკატის, ჯაბა კოჭლამაზაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ქეთი ჩხაიძეს მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ბრალის დამძიმების მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა.  მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა.

დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთი ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.

ტვ პირველი