18 სექტემბერს პოპულარული სერიალის ჩცდ-ს მე-18 სეზონი დაიწყება.
სერიალი ანი ჩირაძემ და გიორგი ბახუტაშვილმა დატოვეს. ამდენად, ჩცდ სეზონს ჩიკასა და ცოტნე ცოტაშვილის გარეშე დაიწყებს.
“ამბებს” ჩცდ-ს პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესაუბრა.
– კი, ვადასტურებ იმას, რომ მათ სერიალი დატოვეს, ვინაიდან ერთ-ერთმა წინადადება მიიღო „ელენის“ მსგავსი ფორმატის შოუდან, მეორემ – პროექტის „ნიჭიერი“ წამყვანობაზე. მე არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის დამატებითი ბონუსი ნამდვილად იყო მათი სერიალში ყოფნა. თუმცა ნებისმიერი მსგავსი ფაქტი, გრძელვადიან პროექტებში ჩეულებრივი ამბავია, რაც სხვებისთვის პირიქით, კიდევ ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
18 სექტემბერს სერიალი ეთერში დაბრუნდება – მაყურებელი ბევრ სიახლეს და საინტერესო ამბავს იხილავს, სერიალი რეალურად რაღაც განახლებულ ეტაპზე გადავა და ეს ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა.
– მე-18 სეზონზე არსებული ხაზები განვითარდება, თუ მხოლოდ ახალი ხაზები დაიწყება?
– არსებულიც განვითარდება და ახალი ხაზებიც დაიწყება, რა თქმა უნდა, ახალი პერსონაჟებითა და ბევრი საინტერესო ამბით.
ამბები