ქართველმა ქალმა ერაყელი შეიხის სახლიდან 2 მილიონ 600.000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა – ახალი დეტალები

ქართველმა ქალმა ერაყელი შეიხის სახლიდან 2 მილიონ 600.000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა - ახალი დეტალებიქართველების მიერ ერაყში განხორციელებული ძარცვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა, 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა.

პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ძარცვა 3 სექტემბერს, 3  თანამზრახველთან ერთად განახორციელა.

სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20.000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.

რუსთავი 2