შსს – “ვახანიას მკვლელი დადგენილი გვყავს”

შსს - "ვახანიას მკვლელი დადგენილი გვყავს"განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მომენტისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ცნობისთვის, განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ის 2009 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.