წვეულებაზე 1 კოვიდ პასპორტით 25 კაცი შევიდა

წვეულებაზე 1 კოვიდ პასპორტით 25 კაცი შევიდა6 სექტემბერს კუნძულ კრეტაზე, მესარას ერთ-ერთ სოფელში, წვეულება გაიმართა.

ეს იყო დახურული სივრცე, სადაც მხოლოდ ვაქცინაციის სერთიფიკატით იყო შესაძლებელი შესვლა. დოკუმენტი მოქმედებს მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

ირკვევა, რომ აღნიშნულ წვეულებაზე მინიმუმ 25 ადამიანი მივიდა, რომლებმაც  ვაქცინაციის ერთი და იგივე სერთიფიკატი წარადგინეს.

სქემა მარტივი იყო – როდესაც რეალური მფლობელი შიგნით შევიდა, შემდეგ იგივე დოკუმენტს სხვებს აწვდიდა და ამგვარად შესასვლელში მხოლოდ ერთ ფურცელს აჩვენებდნენ.

ცხადია, პასუხისგებაში მიეცემიან დაწესებულების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც არ შეიმჩნიეს, რომ დოკუმენტზე სულ ერთი და იგივე ადამიანის ვინაობა ჩნდებოდა.

გეორგიანს გრ.