ინდოეთში, ოდიშას შტატში 17 წლის მოზარდმა, ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ, ცოლი 55 წლის მამაკაცს მიჰყიდა, სანაცვლოდ მიღებულით თანხით კი მობილური ტელეფონი იყიდა.
გამოცემა Hindustan Times-ის თანახმად, მოზარდმა ცოლი, რაჯასტანის შტატში 180 ათას რუპიად (2,400 დოლარი) გაყიდა.
პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს არ სურდათ ქალის გაშვება, მისი დაბრუნება მაინც მოახერხა. 17 წლის თინეიჯერი კი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნეს.