ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი ნიტა ლომიძე მესამე წელია, აშშ-ში ცხოვრობს.
“ამბები” ნიკა ლომიძეს ესაუბრა.
– ცხოვრობს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს, არტ-სკოლაში ცეკვის მიმართულებით უკვე მესამე წელია, სერიოზულ კურსს გადის. სკოლას წელს ამთავრებს და კოლეჯში ჩაბარებას აპირებს, რისთვისაც ძალიან ემზადება. ირჩევს კოლეჯებს და განცხადებებს აგზავნის.
კონკურსი “შენ შეგიძლია ცეკვა” რომ მოიგო, ბინა აჩუქეს, ჰოდა, ის ბინა გააქირავა და სწორედ იმ თანხით არის იქ. ბინის ქირის ფული პირდაპირ ერიცხება. მშობლებს ამაშიც მოგვეხმარა.
– მამა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ. შენს რჩევებს თუ ითვალისწინებს?
– მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ჯერ კარგი მეგობარი და მგონი, გამოგვდის. თუ რაიმეს თქმა მინდა, იმაზე კი არ ვკამათობთ, ვმსჯელობთ. რაღაცნაირ დამრიგებლურობას ვცდილობ, ავცდე ხოლმე. მეც ვიყავი ბავშვი და დამრიგებლური ტონი, ყოველთვის იქვე წინააღმდეგობის შეგრძნებას იწვევს.
– ე.ი. ამ ეტაპზე ნიტას უახლოესი გეგმები ის არის, რომ ემზადება კოლეჯისთვის და საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ აპირებს?
– ასეა. ახლა მხოლოდ მაგაზე ფიქრობს, ემზადება და თან სკოლაში სწავლობს. საქართველოში გარდა საზაფხულო არდადეგებისა, ჩამოსვლას არ გეგმავს. ზოგადად ემოციური ბავშვია. ეს დაძაბული სიტუაცია, რაც ამ ქვეყანაში მუდმივად არის, მასზე ძალიან მოქმედებს. ამიტომ აქეთ ჩამოსვლა სამწუხაროდ ჯერ არ უნდა…
– წარმატებებს ვუსურვებთ მას.