ნუკი კოშკელიშვილი – “ამერიკაში ბომჟი ვგონივარ, აქ კი “ნიჭიერი” მიმყავს”

ნუკი კოშკელიშვილი - "ამერიკაში ბომჟი ვგონივარ, აქ კი "ნიჭიერი" მიმყავს"წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ნუკი ამბობს, მისი ჩაცმულობის გამო, ის შესაძლოა, ამერიკაში უსახლკარო ჰგონიათ, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რადგან საქართველოში “ნიჭიერი” მიჰყავს.

“ასე ვარ სახლიდან გამოსული, მაქვს ბრონქიტი, კოვიდი არ მაქვს, მე მგონი, ახლა ჩავაბარე პისიარი. ასე ვზივარ ავტობუსში, ბომჟივით, სპორტულებში. როგორ მიყურებენ, იცით? ეს უბედური, ეს ვიღაცა უსახლკაროო, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს “ნიჭიერი”. ისეთი მაგარი ვარ, რომ “ნიჭიერი” მიმყავს…”, – ამბობს ნუკი ვიდეოში.

ნიუპოსტი