მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც პირველად უკრაინული საბავშვო „ვოისში“ გამარჯვების შემდეგ გავიცანით, ამჯერად ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია.
ინფორმაცია მომღერლის “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელდება.
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული შტატის (კონექტიკუტის) „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„მეგობრებო, ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადავედი“. – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
ამერიკული “ნიჭიერის” ფინალური ტური 18 დეკემბერს გაიმართება.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული საბავშვო „ვოისის“. აღნიშნულ კონკურსში მან 2019 წელს გაიმარჯვა.
ფორტუნა