პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გასული წლის შემოსავალმა 60.300 ლარი შეადგინა. გასულ წელს ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
2021 წლის 30 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაშია 3 ბინა, 1 ავტოფარეხი და 1 არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. აღნიშნული უძრავი ქონება 2009-2011 წლებში აქვს შეძენილი. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი აუდი ა8, რომელიც 2019 წელს განვადებით, 75.620 ევროდ აქვს შეძენილი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 1.813 ლარი, 300 და 90-მდე ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 30.000 ლარი ჰქონდა. ასევე როგორც დეკლარაციაშია მითითებული, პრემიერმა მშობლებისგან საჩუქრის სახით, 150.000 ლარი მიიღო.
პრემიერის მეუღლე ფლობს – მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76.500 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი – რენჯ როველ ველარი, რომელიც 2018 წელს 46.000 ევროდ შეიძინა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში – 116.705 ლარისა და 3.984 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.
ბიემჯი

