კოტე გაბრიჩიძე – “მწვანე პასპორტი ბიზნესისთვის დიდი დარტყმაა”

კოტე გაბრიჩიძე - "მწვანე პასპორტი ბიზნესისთვის დიდი დარტყმაა"საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება ინდუსტრიისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე სამუშაო საათებზე შეზღუდვის შედეგად მიღებული ეფექტი.

„შვება იქნება, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის 70% აცრილი არ არის, გამოდის, ამ რაოდენობაზე ბიზნესი უარს ამბობს. მთელ მსოფლიოში არის საპროტესტო აქციები, თუმცა, ამას არავინ აშუქებს. ამირან გამყრელიძე კონტროლებს მედიასაც. როდისმე ქართულ მედიას უთქვამს, რომ ხორვატიაში ასობით ათასი კაცია ქუჩაში გამოსული?! ავტრალიაში, მილანში საპროტესტო გამოსვლებია, არავის უთქვამს. ამას არავინ აშუქებს, რადგან ჩვენი ყველა მედიასაშუალება არის მაინც ერთი მუჭის ქვეშ,“ – აცხადებს გაბრიჩიძე.

რესტორანი თავისუფალი სამეწარმეო პირია და თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. ასოციაციებს კი კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მწვანე პასპორტი იდეალური გამოსავალი არ არის.

„ჩვენი მთავრობა კოპირებას აკეთებს რამდენიმე უცხოური ქვეყნის გამოცდილებიდან, რომელსაც იმ ქვეყანაში ათობით და ასობით ათასიანი გამოსვლები მოჰყვება. იტალიას ბაძავენ და იქ ერთი მთავრობა ამ საპროტესტო აქციებს გადაყვა და მეორე მთავრობასაც ამხელა მიტინგებს უმართავენ. ჩვენთან იტალიის გამოცდილებას აკოპირებენ. რატომ არ აშუქებს მედიასაშუალება იმ ქვეყნებს, სადაც შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა. მაგალითად, შვედეთზე რატომ არ კეთდება სიუჟეტები? რატომ? იმიტომ, რომ გამყრელიძის ჩრდილი დადის ყველა მედიასაშუალების უკან,“ – აცხადებს გაბრიჩიძე.

კომერსანტი