ნიკა გვარამია – “ნინო წილოსანიც მიყვარს და მამამისიც, მაგრამ ის უკვე ის ნინო აღარ არის…”

ნიკა გვარამია - "ნინო წილოსანიც მიყვარს და მამამისიც, მაგრამ ის უკვე ის ნინო აღარ არის..."ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“საჯაროდ არასდროს არაფერი დამიწერია ნინო წილოსანზე. არ დავმალავ, დიდი ხანია ვიცნობ, ადამიანურად მიყვარს ისიც და მისი მამა, ბატონი ბადრი – ძალიან კარგი ადამიანი. თუ რამე არ მომწონებია, პირადად მიმიწერია (საკმაოდ ხშირად). ბოლო პერიოდში, კომუნიკაცია შევწყვიტე, რადგან უთვალავი სამარცხვინო განცხადებების კეთება დაიწყო და, სამწუხაროდ, მკაფიოდ ჩამოიყალიბა საზოგადოებაში აბუჩად ასაგდები უსინდისოს და სულელის იმიჯი, როგორიც, გარწმუნებთ, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის.

ნამდვილად არ ვიცი, რა რჯის, რომ თვითგანადგურების რეჟიმში იყოს, თუმცა, თავად აირჩია ეს გზა და მიუყვება უკანმოუხედავად.
ამასაც არ დავწერდი, მაგრამ მისი ეს სტატუსი უკვე მე რომ ვიცნობდი და მიყვარდა, იმ ნინო წილოსნის კი არა, საერთოდ ნორმალური ადამიანისაც არ მგონია.
ამის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის, Nino Tsilosani მკვლელობის თანამონაწილე ქალი ირაკლი კობახიძე რომ გახდი, ეგ მორალური სიკვდილის კონსტატაციაა და სხვა არაფერი.
ძალიან ვწუხვარ. ფუჭად, წარმატებას ვერ გისურვებ, იმიტომ რომ, ფაქტია აღარასდროს გექნება.”

ნიკა გვარამია - "ნინო წილოსანიც მიყვარს და მამამისიც, მაგრამ ის უკვე ის ნინო აღარ არის..."