ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი აღდგა

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი აღდგაქუთაისი-ბარსელონას პირდაპირი რეისი აღდგენილია – რეგულარული ავიამიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ერთხელ შესრულდება. საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.

ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს. პირველი რეისის 170-ვე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

რუსთავი 2