“სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა აიკრძალება” – ლაშა ხუციშვილი

"სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა აიკრძალება" - ლაშა ხუციშვილიფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

„რეკლამის ნაწილში სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს არ ხდება რომელიმე ტიპის თამაშის რეკლამირება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესის გამო, უცხოეთში თანხის გადარიცხვის თაობაზე შეზღუდვა დაწესდება.

„საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, არ დაუშვან მათ მიერ დაშვებული საგადასახადო ბარათით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, რაც დამატებით შეზღუდვის მექანიზმია იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების განხორციელება. აღნიშნული პაკეტი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე, კანონში ცვლილების პროექტიც და საქართველოს პარლამენტთან უკვე დავიწყებთ მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე“,-განაცხადა ხუციშვილმა.

იპნ