ხალადეცის საუკეთესო რეცეპტი

ხალადეცის საუკეთესო რეცეპტიინგრედიენტები:
ღორის თავ–ფეხი
დაფნა – 3 ცალი
ხახვი
გატარებული ნიორი
მარილი – გემოვნებით
შავი პილპილის მარცვლები
დაფქული წითელი წიწაკა
მომზადების წესები:
გასუფთავებულ ღორის თავ–ფეხს დაამატეთ დაფნა, ხახვი, წყალი იმდენი, რომ კარგად დაიფაროს. კარგად რომ მოიხარშება, ამოიღეთ ხორცი, ძვლები მოაცალეთ და დაკეპეთ წვრილად. ნახარში გააჩერეთ 10 წუთით და გადაწურეთ საცერში.

ხორცს დაასხით იმდენი ნახარში, რომ დაიფაროს ხორცი. დაამატეთ გატარებული ნიორი, მარილი, შავი პილპილის მარცვლები, წითელი დაფქული წიწაკა, კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ მინის ჭურჭელში.