ნათია მეზვრიშვილი მალხაზ თორიაზე თავდასხმას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:
“გუშინ საღამოს, ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნის ახალი რაუნდი ახალი მეთოდებით – პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილების ცემით.
8 კაციანი ჯგუფი, 3 ავტომანქანით წინ გადაუდგა, მანქანიდან გადმოიყვანა და ფიზიკური ძალადობით თავს დაესხა სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ზუგდიდის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს, პოლიტიკური ნიშნით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრობის გამო (თავდამსხმელებისვე განცხადებით).
თავდამსხმელებმა დააზიანეს ავტომანქანა და დაჭრეს საბურავები, წაიღეს (და შემდგომ გადააგდეს, რაც საგულისხმოა) მალხაზ თორიას მობილური ტელეფონი.
ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად ხსნის გასული დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ პარლამენტის ქმედებების მოტივებს.
რა თქმა უნდა ვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების მკაცრად დასჯას. ვინც ასეთ საქმეებში ერკვევა, ყველამ იცის, რომ 24 საათში გამოძიებადი საქმეა.
ბუნებრივია, ვერც ეს შეგრჩებათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არავის შერჩენია. ნაცმოძრაობასთან სხვაობის მორალური უფლება სრულად დაკარგეთ. არც თქვენი ბოლო დღეების საპარლამენტო განხილვები განსხვავდებოდა 2011-2012 წლებისგან და არც ამ ტიპის თავდასხმები განსხვავდება.”

