“ქართული ოცნების” დეპუტატი, რომელსაც სტრიპტიზ-ბარიდან ათასობით ლარი შესდის – აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ადგენს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი ფართს საკუთარი ფართის ქვეშ, აძლევს საეჭვო რეპუტაციის სტრიპტის კლუბებს, სადაც გოგონებს დამატებით მომსახურებაში კოლოსალურ თანხებს პირდებიან.
თბილისის შუაგულში მდებარე ტერიტორია, სადაც სტრიპტიზ ბარია, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნის, მეორე სართულზე დეპუტატის საცხოვრებელი სახლია, მინუს სართულზე კი ფართს მესამე პირს სტრიპტიზ შოუს მოსაწყობად გადასცემს და ამაში დიდ ფულს იღებს.
გოგონების ცეკვით თავბრუდახვეულ ტურისტებს აქ უბრალოდ ძარცვავენ და ცარიელი ჯიბეებით უშვებენ.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად “არტ კაბარეს” კომპანია “ბარი 21” ამუშავებს, რომელიც ამ ფართს პეროვსკაიას ქუჩაზე კომპანია “ლევანიკოსგან” ქირაობს,
“ლევანიკოს” წილის 100%-ის მფლობელი, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილია, ის ამ თვეში კლუბისგან შემოსავლის სახით 7.300 ლარს მიიღებს.
რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რაც კლუბები სრული დატვირთვით ამუშავდება, გოგონების შოუს ბიზნესის მფლობელები “ქართული ოცნების” დეპუტატს თვეში 14.000 ლარს გადაუხდიან.
ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 225 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი სხვას გასართობი ზონის მოსაწყობად გადასცა.
ტვ პირველი

