თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აბონიმენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან, თბილისის მეტროს სალაროებში და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ.
აბონიმენტების ფასები ასეთი იქნება:
ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლარი;
ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლარი;
ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლარი;
ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლარი;
ულიმიტო სამთვიანი ბარათი – 100 ლარი;
ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი – 150 ლარი;
ულიმიტო ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
ცნობისთვის, აბონიმენტების აღება ნებაყოფლობითი იქნება. ახალი სისტემის პარალელურად, გადახდის არსებული სისტემაც იმოქმედებს.

