“ცოლისძმას უთხრა, ცოლი და შვილი მოვკალიო და დაიკარგა” – ხელვაჩაურის მკვლელობის ახალი დეტალები

"ცოლისძმას უთხრა, ცოლი და შვილი მოვკალიო და დაიკარგა" - ხელვაჩაურის მკვლელობის ახალი დეტალებიაჭარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში 50 წლის კაცმა ნაჯახით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი 21 წლის შვილი.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამის შემდეგ მომხდარის შესახებ მან ცოლის ძმას შეატყობინა და გაუჩინარდა.

კაცს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. გამთენიისას ის სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი ნახეს.