3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს

3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვესლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში, 35 წლამდე ასაკის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა.

ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ნონა ჭაბაშვილი ნაქირავებ ბინაში 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა.

პრაიმ ტაიმი