ნონა ჭაბაშვილი ყოფილმა ქმარმა მოკლა და მერე სახლში გაზი გაუშვა – ახალი ვერსია

ნონა ჭაბაშვილი ყოფილმა ქმარმა მოკლა და მერე სახლში გაზი გაუშვა - ახალი ვერსიალაგოდეხში ნონა ჭაბაშვილი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.