აგრო კრედიტის დანიშნულება

აგრო კრედიტის დანიშნულებაჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა უძველესი დროიდანაა გავრცელებული, პრაქტიკულად, როგორც კი ადამიანმა განვითარების შესაბამის მდგომარეობას მიაღწია, აქ იმ დროიდან მოყოლებული, მუდამ ამ სფეროში ვიყავი ჩართულნი. მრავალი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას ეს მიმართულება, პირიქით, სულ უფრო მეტად იზრდება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვიცა და ჩართულობის კოეფიციენტიც. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ უამრავი სასიკეთო სიახლე მოიტანა, რამაც ცვლილებები გამოიწვია ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ამ სფეროშიც, შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე ადამიანები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ახალი მიდგომისა თუ ტექნოლოგიის ათვისებას იმისთვის, რათა ეს უძველესი საქმიანობა უფრო მომგებიანი გახადონ. მართალია, საკმაოდ სასარგებლოა ინოვაციების დანერგვა, თუმცა ბევრი ფერმერისთვის მეორე მხრივ ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მომენტში ჯიბეზე არ აღმოაჩნდეს. საწყისი კაპიტალი აუცილებელია ნებისმიერი საქმის დასაწყებად, განსაკუთრებით აგრო სფეროში, რაც ასევე ხშირ პრობლემას წარმოადგენს. ამ ფინანსური წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ალტერნატივაა ისეთი გრძელვადიანი კრედიტის აღება, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული კონკრეტულ ადამიანზე და ითვალისწინებს სასოფლო-სამეორნეო სფეროს სპეციფიკას.

 აგრო კრედიტი განსაკუთრებული ტიპის კრედიტია, რომელიც არის მიზნობრივი და გაიცემა მხოლოდ ამ სფეროში ჩართულ ადამიანებზე. იგი განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის. კრედიტის აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს სათბურის გაკეთება, პროდუქტის შეძენა, ფერმის აშენება, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, ჩანაცვლება ან სხვა ტიპის ისეთი შესაძლებლობის შექმნა, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. აგრო კრედიტის უდიდესი უპირატესობა მისი გადახდის გრაფიკია, რომელიც საკმაოდ მოქნილია და როგორც წესი, შემოსავლის პირველი აღებისას იწყება, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და გამოწვევებს. შესაძლებელია სხვადასხვა ბანკებსა თუ სასესხო ორგანიზაციებში პირობები განსხვავებული იყოს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის სჯობს სხვადასხვა ალტერნატივების განხილვა.

აგრო კრედიტის აღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკვე არის 18 ან მეტი ასაკის და ჩართულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ან გეგმაში აქვს რომელიმე აგრო მიმართულებაში ჩართვა. სასესხო განაცხადის განხილვისას უდიდესი მნიშვნელობა ბიზნეს გეგმას ენიჭება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ სწორად იყოს გაწერილი, გათვლილი და გაწერილი იყოს ყველაფერი, შესაბამისი თარიღებით სავარაუდო მოგება-წაგების მაჩვენებლით. უშუალოდ სესხის აღების პროცედურა საკმაოდაა გამარტივებული და განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ-გვერდზევე, ასევე ფილიალში ვიზიტით. შემდეგ ეტაპზე კანდიდატი სპეციალისტებთან გაივლის ყველა იმ დეტალს, რაც საჭირო იქნება, ბოლოს კი ოფისში მისვლისას, ხელშეკრულება შედგება, რომელსაც აჯობებს ორივე მხარემ დიდი ყურადღება დაუთმოს, რათა ყველა პირობა გათვალისწინებული იყოს და რაიმე ხარვეზს არ ჰქონდეს ადგილი. აღსანიშნავია, სხვა სესხების განსხვავებით, აგრო კრედიტის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერ იმ ადამიანზე, რომელსაც ბიზნეს გეგმა სწორად ექნება შედგენილი, საკრედიტო ისტორიის მიუხედავად და აქვს თუ არა  შემნახველი ანაბარი გახსნილი, რაც საკმაოდ მომგებიანს ხდის სარგებლობას.

ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება უშუალოდ ექსპერტთან ხდება, რომელიც გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტს და გამოიტანს საბოლოო ვერდიქტს.