კობა გვენეტაძე – “ნათია თურნავა ჩემ მოადგილედ არ განიხილება”

კობა გვენეტაძე - "ნათია თურნავა ჩემ მოადგილედ არ განიხილება"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება.

როგორც ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გვენეტაძემ განაცხადა, თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არ აქვს ინფორმაცია იგეგმება თუ არა, რომ თურნავამ ეროვნულ ბანკში გადაინაცვლოს.

“იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.