როგორ ვიშოპინგით დისტანციურად

როგორ ვიშოპინგით დისტანციურადპანდემიის პერიოდმა საკმაოდ ბევრი ბიზნესი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა – დაწყებული სახელმწიფო რეგულაციებიდან, დამთავრებული ეკონომიკური კრიზისით ქვეყანაში. ასეთ მოულოდნელად რთულ პერიოდში კი გამარჯვების მოპოვება შეუძლია მას, ვინც იქნება ყველაზე მოქნილი, შეძლებს არსებულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირებას და დასახავს სწორ სტრატეგიას. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებმა უფრო მეტად დახვეწეს ონლაინ ინტერაქციის ისეთი ფორმები, როგორიცაა, მაგალითად ონლაინ შოპინგი, ონლაინ დელივერი, შეკვეთა თუ სხვა, ხოლო ვინც აქამდე ამ მიმართულებით არ მუშაობდა და არ იყენებდა ამ ტექნოლოგიას, უკვე სრულფასოვნად დანერგვა დაწყეს. რესტორნების უმრავლესობა სრულადა იყო ორიენტირებული დელივერი სერვისზე, ამ პერიოდში გამოჩნდნენ სხვადასხვა სტარტაპები, რომლებიც ცდილობდნენ პანდემია ახალ გამოწვევად მიეღოთ, სასიკეთოდ გამოეყენებინათ ეს პერიოდი და შეექმნათ რელევანტური პროდუქტი თუ მომსახურება. ამ პერიოდში ბევრმა საკმაოდ ონლაინ ტექნიკის მაღაზია ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნახვად გვერდად იქცა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ტექნიკა ყოველდღიურობისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა. პანდემიამ მართალია ბევრი პრობლემის წინაშე დაგვაყენა, თუმცა მეორე მხრივ ძალიან დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა მიმართულების გაციფრულებისკენ და ერთგვარად იმ კატალიზატორად მოირგო, რომელმაც მთელი ეს პროცესი უფრო ააჩქარა და დღეს უკვე თანამედროვე რეალობად აქცია. ონლაინ შოპინგი ბევრი მომხმარებლისთვის უცხო არც პანდემიამდე ყოფილა და ამ პერიოდშიც საკმაოდ კარგად სარგებლობდნენ, თუმცა თუ ვინმეს მაინც უფრო ფეხით გავლა და ისე უყვარდა საყიდლების შეძენა, ახლა მაინც ციფრულად მიმართავს ამ ხერხს. საკმაოდ სავარაუდოა, რომ აღნიშნული პრაქტიკა პანდემიის დასასრულს უკვე ჩვენს ჩვევაში იქნება გამჯდარი და არათუ დამკვიდრდება, არამედ ნებისმიერი კომპანია ეცდება ამ მიმართულებას საკმარისი ყურადღება და რესურსი დაუთმოს. თანამედროვე რეალობაში ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, ხოლო იმაზე სასიამოვნო არაფერია, როდესაც შეგიძლია სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად, მყუდროდ მოკალათებულმა სმარტფონიდანვე შეიძინო. ონლაინ მაღაზიები აქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს, რაც ქმნის ერთიან სივრცეს მომხმარებლისთვის ინტერნეტში. დღეს პრაქტიკულად სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი ნებისმიერი რამის შეძენა, იქნება ეს სასურველი სამოსი, სამკაული, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, აქსესუარები და კიდევ მრავალი. ამასთანავე, ეს საკმაოდ კომფორტული შესაძლებლობაა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა ალტერნატივა განვიხილოთ, დავათვალიეროთ მათი მახასიათებლები, შევადაროთ და ავირჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო, შემდეგ კი შეფასების დაწერასაც გამოვკრათ ხელი. ონლაინ ტექნიკის მაღაზია საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სახის მოწყობილობა აარჩიოთ, შეადაროთ სხვას და აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. ქართული ბრენდების უმეტესობა ცდილობს ამ ტენდენციას მაქსიმალურად აყვნენ, მოიცვას როგორც რეალური, ასევე ციფრული სივრცე და საუკეთესო დონის კომფორტი შესთავაზონ მოსახლეობას. ამის პარალელურად ჯერ კიდევ ბევრი კომპანია არსებობს, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მიმართულებასა და შესაძლებლობას ყურადღებას ნაკლებად უთმობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელია ამ კუთხით დაინტერესების ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტმა მენეჯერმა გაიაზროს ონლაინ ვაჭრობის პოტენციალს. დღეს ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო შოპინგი ონლაინაა შესაძლებელი, ამიტომაც უკვე ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი აქ.