ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვის შოპინგი გარდაუვალი რუტინაა, რომელსაც თავს ვერ აარიდებ, თუმცა მეორე მხრივ ასე სასიამოვნოა ყველასთვის. დღეს უამრავი ადამიანი დიდ დროს უთმობს სასურველი სამოსის შეძენის პროცედურას, რადგანაც ეს მთელი თავგადასავალია, ერთდროულად დამღლელიც და სასიამოვნოც. ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, დღის ბოლოს შერჩეული სამოსით რომ თავს მოიწონებ. საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა ყველასთვის პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმო, ამიტომაც დღეს უამრავი სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს, სადაც შოპინგს შეძლებ. ყველაფერთან ერთად, შაბათ-კვირას მოწყობილი შოპინგი, რომელსაც შეიძლება რამდენიმე საათი დაუთმო თუნდაც მხოლოდ ერთი ნივთის შესაძენად, საკმაოდ კარგად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და განწყობაზეც საკმაოდ დადებითად აისახება. თუკი მოწყენილობის ჟამს იდეები გამოგელევათ და არ იცით რა აკეთოთ, უბრალოდ ჩაკიდეთ ხელი მეგობარს და საშოპინგოდ გაიქეცით, საყიდლებზე გავლა აუცილებლად გამოგიკეთებთ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახალი სამოსი არც გჭირდებოდეთ. კარგი შოპინგის მთელი არსი კარგი სამოსის კარგ ფასად შეძენაში მდგომარეობს. ამისათვის სხვადასხვა სახის ალტერნატივა არსებობს, თუმცა დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის საუკეთესო ადგილი მაინც აუთლეტ მაღაზიებია, სადაც საერთაშორისოდ ცნობილი ძალიან ბევრი ბრენდის პროდუქტის შეძენას საკმაოდ დაბალ ფასად შეძლებთ. აუთლეტი ნიშური ტიპის მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია კონკრეტული ბრენდის ის პროდუქტი, რომელიც წინა კოლექციას ეკუთვნის. როგორც წესი, ბრენდები საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებენ საკუთარ პროდუქტს, რომლის სრულად გაყიდვას სეზონზე ვერ ასწრებენ, ამიტომ გაჩნდა საჭიროება ყოფილი სივრცე – აუთლეტ მაღაზიები, სადაც ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა ეს პროდუქტები შეეძინათ. აუთლეტებში ასევე შეხვდებით ისეთ პროდუქტს, რომელსაც შეიძლება მცირედი გარეგნული წუნი ჰქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. აუთლეტებში ხშირად პროდუქტი ცალობითაა, ანუ შეიძლება შემორჩენილი იყოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ზომა, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში სჯობს მოწონებული სამოსის ყიდვა არ გადადოთ, რადგან შეიძლება სხვა დროს უკვე გაყიდული დაგხვდეთ. აუთლეტ მაღაზიები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს მათ. საქართველოში ეს მიდგომა ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენციური გახდა და სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს, შესაბამისად სულ უფრო მეტი ასეთი ტიპის მაღაზია ჩნდება. აუთლეტებში შოპინგი არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის სფეროა, საკმაოდ ბევრია ისეთი უცხოელი ვიზიტორი, რომლის სმარტფონშიც ნახავთ გუგლში მოძებნილ სიტყვებს – outlet Georgia, რადგანაც უამრავი ვიზიტორი ცდილობს აღმოაჩინოს სხვადასხვა ბრენდების აუთლეტ მაღაზიები. აქედან გამომდინარე, ჩნდება ბუნებრივი მოთხოვნა, რომ არსებობდეს ერთიანი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა ბრენდების აუთლეტ მაღაზიები და მომხმარებელს ექნება საშუალება ერთ ადგილას მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება. ასეთი ტიპის სივრცე შეიძლება სხვადასხვა კონცეფციის იყოს, მაგალითად მოლი, ერთი კონკრეტული ბრენდის მაღაზია რომელიმე ქუჩაზე და ყველაზე დიდი – აუთლეტ სოფელი, რომელიც ძალიან დიდ სივრცეზე აერთიანებს როგორც სამყაროში ცნობილ, ისე ადგილობრივ ბრენდებს. სულ მალე კი სწორედ აუთლეტ სოფელი გაიხსნება თბილისთან სულ ახლოს, სადაც ერთ დიდებულ სივრცეში თავს მოუყრის უამრავ ბრენდს და ნებისმიერ ვიზიტორს ექნება საშუალება მიიღოს შოპინგის საუკეთესო გამოცდილება, იქნება ეს ადგილობრივი მაცხოვრებელი, თუ თუ უცხოელი სტუმარი, რომლებისთვისაც outlet store Tbilisi იქცევა ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საუკეთესო საშოპინგო სივრცედ. აქ ადგილობრივ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ისეთი დიდი და ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Dior, Gucci, Armani, Nike, Adidas, Puma, Dolce & Gabbana, Chanel, New Balance, Kappa და სხვები.

