ტელეფონის გამოგონებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კაცობრიობის ბედი და ჩვენი წარმოდგენა კომუნიკაციის გზებზე. ადამიანები უფრო მეტად დააკავშირა ერთმანეთს და საკმაოდ გაამარტივა ცხოვრება, რამაც უფრო დიდ შესაძლებლობებს დაუდო გზა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად წარმოუდგენლად განვითარდნენ ტელეფონები და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად დაიმკვიდრეს თავი. დღეს თითქმის წარმოუდგენელია სმარტფონის გარეშე ცხოვრება, ვინაიდან თანამედროვე ტელეფონები მხოლოდ თავდაპირველი ფუნქციის მიღმა უამრავ უდიდეს შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის რეალობას. მობილურები ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდეს საჭიროებას წარმოადგენდნენ, შესაბამისად მწარმოებელი ბრენდები ცდილობდნენ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას უპასუხებდა და შეძლებდა დამატებითი ფუნქციების შეთავსებას, შესაბამისად ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ინოვაცია თუ სიახლე ინერგება, რომლის ათვისებაც ყველა წამყვანი ბრენდისთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი, რადგან ყოველდღიურად ტექნოლოგიურ სიახლეებსა თუ მიღწევებს შეჩვეული ადამიანების გაოცება თანდათან უფრო რთული ხდება. დღეს ადამიანებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ და მათი არჩევა ნებისმიერი მახასიათებლის მიხედვით შეუძლიათ. ტექნიკური ნაწილს დიდ ყურადღებას უთმობენ ადამიანები, თუმცა დღის ბოლოს მაინც ის გვინდა გავაკეთოთ, რასაც გული გვეტყვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად გადაწყვეტილებას ემოციებზე დაყრდნობით ვიღებთ და შეიძლება საყვარელ ბრენდზე შევაჩეროთ არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტს უფრო მეტად მისაღები კონკრეტული მახასიათებელი ჰქონდეს. სმარტფონთა მწარმოებელი ბრენდები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იციან, თუმცა ბევრმა მათი ისტორია ხშირად არ იცის, ამიტომ კარგი იქნება თუ თვალს გადავავლებთ წარსულს და ვნახავთ იმ გზას, რაც უდიდესმა და უცნობილესმა ბრენდებმა განვლეს. Apple ეფლი თავისი ისტორიით ნამდვილად გამორჩეულია, ხოლო ბრენდის მთავარი ფილოსოფია ინოვაციების ძიებაა, რისთვისაც განსხვავებულია ფიქრია საჭირო, ხოლო სტივ ჯობსის ისტორია მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის გახდა მისაბაძი და შთამაგონებელი. ეფლი 1976 წელს სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ ვეინმა დააარსეს, ხოლო ჩაფიქრებული იდეა მნიშვნელოვნად ასწრებდა დროს. ეფლი ერთ-ერთი ყველაზე ინოვატორი ბრენდია, რომელმაც 2007 პირველმა წელს დააანონსა ახალი თაობის Iphone, რომელიც სრულიად ახალ, განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდებოდა პატრონს. სმარტფონის ყველაზე დიდი იდეა ღილაკების მაქსიმალურად შემცირების ხარჯზე გაზრდილი ეკრანი იყო, რომელსაც მომხმარებელი ნავიგაციას საკუთარი თითებით შეძლებდა. აღნიშნულმა მოდელმა უდიდესი ცვლილება გამოიწვია მთლიანად სფეროში და შეცვალა ადამიანების წარმოდგენა არამხოლოდ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ტელეფონი, არამედ იმაზეც, მომავლის ტექნოლოგია რამდენად ახლო შეიძლება იყოს. Samsung ბრენდი ერთ-ერთი მოწინავეა არამხოლოდ სმარტფონის სფეროში და მსოფლიოს მოსახლეობის სრული უმეტესობა იცნობს ამ სახელს. 1938 წელს სამხრეთ კორეაში დაარსდა შიდა ბაზარზე მომუშავე ნედლეულისა და პროდუქტების კომპანია სამსუნგი, რომელმაც 1980 წელს მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა ტექნოლოგიებით. დღეს ბრენდი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ენდობა. ბრენდი ანდროიდის სისტემას იყენებს და მომხმარებელზე სრულად მორგებულია, ხოლო კომპანიის მხრიდან მიწოდებულმა სერვისებმა, სანდოობის მაღალმა მაჩვენებელმა და მუდმივად სიახლეზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ სამსუნგის მობილური მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდად აქცია. Xiaomi ბრენდი საკმაოდ ახალგაზრდაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და ათწლეულში ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კომპანიის მთავარი უპირატესობა თავისი ტექნოლოგიური ინოვაციები და დაბალი ფასია, რამაც ასე დიდი წარმატება მოუტანა. მართალია მისი სახელის გამოთქმაზე კამათი შეიძლება, თუმცა უდავოა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება ახალი სმარტფონის ჩაჯიბვას.

