რუსული “ვიმ-ბილ-დან საქართველო” 2020 წელს ზარალზე გავიდა

რუსული "ვიმ-ბილ-დან საქართველო" 2020 წელს ზარალზე გავიდასაქართველოში 7.000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.

ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ერთ-ერთი „სოფლის ნობათის“ მწარმოებელი კომპანიაა – „ვიმ-ბილ-დან საქართველო“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ 100%-იან წილს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს.

საქართველოში კომპანიის დირექტორი არის ნუნუ ფორჩხიძე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის რძის პროდუქტების წარმოება და იმპორტირებული რძის პროდუქტების, წასახემსებლების და სასმელების დისტრიბუცია. ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით – „ჩუდო“, „სოფლის ნობათი“, „მარგო“.

2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიაში სულ დასაქმებულია 389 ადამიანი.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს (2021 წლის მონაცემი ჯერ გამოქვეყნებული არ არის), კომპანიის შემოსავალი იყო 121.206 მილიონი ლარი, აქტივები – 68.952 მილიონი ლარი, სულ ვალდებულებები კი 106.361 მლნ ლარი იყო.

ამასთან, „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 2020 წელს 18.003-მილიონიან ზარალზე გავიდა.

ბიემჯი