საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩეს

საქართველოს რკინიგზა შეიძლება რელსების გარეშე დარჩესსაქართველოს რკინიგზა შესაძლოა, რელსების გარეშე დარჩეს. კომპანია “უნიორი”, რომელთანაც რკინიგზამ 2021 წელს 52 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რელსების შემოტანას ვეღარ ახერხებს.

“პირველებს” თავად კომპანია “უნიორის” დირექტორი გიორგი ღუდუშაური ესაუბრა, რომელიც მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გაუფასურებულ ვალუტას და რუსეთში გაზრდილ ფასებს ასახელებს.

მისი თქმით, ახლა კომპანიას მძიმე ვითარება აქვს და საჭიროა, საქართველოს რკინიგზამ კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნოს.

– საქმე იმაშია, რომ ჩვენი ვალუტა რომ უკან-უკან მიდის, იქ კიდევ მასალა ძირდება. შევძლებ მე საერთოდ ამ კონტრაქტის ბოლომდე მიყვანას? ვერ შევძლებ და  ჩვენ ახლა ეგ გვაქვს საფიქრალი, აქეთ ბანკის კრედიტი გვაქვს აღებული. ბანკმა კიდევ მოიწერა ახლა, ვალუტასთან დაკავშირებით პირობები შეგვიცვალა, 2%-ით გაგვიძვირა კრედიტი. ასეთი პრობლემები რომ იყო მოსალოდნელი, იმიტომაც არავინ მიიღო მონაწილეობა ამ ტენდერში. გავრისკეთ ჩვენ და მივიღე, ნეტავ სულ არ მიგვეღო მონაწილეობა ამ ტენდერში და საიდანაც უნდოდათ, იქიდან შემოეტანათ, – ამბობს გიორგი ღუდუშაური.
საქართველოს რკინიგზის მხრიდან კითხვებზე პასუხებს ტვ პირველი ამ დრომდე ელოდება.

ტვ პირველი