საქართველოს საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა

საქართველოს საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურაუკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად, საქართველოში   პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები ცდილობენ, პირველადი მოხმარების პროდუქტები მოიმარაგონ.

საქართველოში პროდუქტების ნაწილი – შაქარი, ზეთი, ფქვილი, მარილი და სხვა პროდუქტები უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის, რის გამოც მოსალოდნელია პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას.

– ყველა მაღაზიაში შევედი თითქმის, არსად არ არის შაქარი. ყველაფერს შეეტყო, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ქსელურ სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა შაქარზე. საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა.

ტვ პირველი