2022 წლის საუკეთესო ლეპტოპები

2022 წლის საუკეთესო ლეპტოპებითანამედროვე სამყაროში ნებისმიერი საქმიანობისა თუ ინტერესის მქონე ადამიანს მასზე მორგებული ლეპტოპი სჭირდება, რომელიც მუშაობისა თუ დასვენების დროს, სასიამოვნო კამპანიას გაუწევს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კომფორტულ საქმიანობად გადაუქცევს. მსგავსი ტექნიკა უკვე დიდი ხანია ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, სმარტფონები პრაქტიკული მოწყობილობებია და მათი წაღებაც ყველგანაა შესაძლებელი, თუმცა სმარტფონის დიდი „ძმაც“ შეიძლება იყოს სატარებლად თუ ზოგადად მოსახმარად კომფორტული, მთავარია, ვიზრუნოთ ისეთ საკითხებზე, თუ როგორი დიზაინისაა ლეპტოპი და შესაბამისი ლეპტოპის ჩანთები შევურჩიოთ.

ლეპტოპის შეძენისას, სასურველია, გავიაზროთ კონკრეტულად რისთვის გვჭირდება. მაგალითად, თუ მხოლოდ და მხოლოდ საოფისე საქმიანობისთვის, შიგადაშიგ კი საყვარელი ფილმებისა თუ სერიალების სანახავად ვყიდულობთ, მაშინ ჯობებს გეიმინგ ლეპტოპი არ შევიძინოთ. ხოლო, თუ ვიდეო თამაშები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაშინ – პირიქით. ამასთანავე, არჩევანის გაკეთებისას უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, მისი ტარება რამდენად ხშირად მოგვიწევს, ვინაიდან გადაადგილებისთვის ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით კომფორტულია. სხვა მხრივ, შესაძლოა ფუნქციონალების, შესაძლებლობებისა და დიზაინის მიხედვით აირჩეს, რაც ისევ და ისევ თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზეა დამოკიდებული. და მაინც, ყოველთვის გვსურს რაღაც განსაკუთრებულის ქონა, ამიტომ სტატიაში მოგიყვებით მიმდინარე წლის საუკეთესო ლეპტოპებზე, რომელთა შეძენაც დაუფიქრებლადაც კი ღირს.

MacBook Air

აღნიშნული მოდელი ნამდვილად საუკეთესოა და უდაოდ ყველაზე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ის არის მოწინავე მოდელი, სადაც Apple-მა პირველად გამოიყენა M1 ჩიფსეტი, ხოლო მისი დიზაინი წინა თაობებთან შედარებით, ერთი შეხედვით, თითქოს უცვლელია. თუმცა, Intel-ის პროცესორის უნიკალურობა მაინც შეინიშნება. ამასთანავე, მოდელი სრულად ითვისებს M1-ის ახალ ტერიტორიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპი ჩუმია და წინა თაობის CPU-ს 3.5-ჯერ აღემატება. ასევე, მოდელს აქვს 5-ჯერ უფრო სწრაფი გრაფიკა და SSD-ები ორჯერ უფრო ჩქარია. ლეპტოპში გაუმჯობესებულია ბატარეის მოცულობაც, რაც საშუალებას გაძლევთ ერთი დატენვით უფრო დიდ ხანს გაატაროთ მასთან დრო. 13.3 დუიმიანი, 2560×1600 რეზოლუციის Retina-ს ეკრანს კი, ახლა უკვე P3 ფერთა გამის მხარდაჭერა აქვს და 400 nits სიკაშკაშე, ისევე, როგორც True Tone ტექნოლოგია.

MacBook Pro

არავინ დავობს, რომ ეფლის ლეპტოპები ნამდვილად გამორჩეული პროდუქტია და მუდმივად ახერხებენ მომხმარებელთა გაოცებას. კომპანიამ, გასული წლის ოქტომბერში, აღნიშნული მოდელის ორი – 14-ინჩიანი და 16-ინჩიანი ვერსია წარადგინა, სადაც აშკარად შეიმჩნევა ძირეული ცვლილებები დაწყებული დიზაინით, დამთავრებული ეკრანით, რომელიც მოიცავს კავშირის განახლებულ სისტემას, ბატარეას და სხვა მრავალს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელიც იყენებს M1 Pro და M1 Max ჩიპსეტებს. ახალ MacBook Pro-ს სრულიად ახალი დიზაინი აქვს, ალუმინის გვერდებზე მოხრილი გარსი კი ძველ, პოლიკარბონატულ MacBook-ებს გაგვახსენებს.

HP spectre x360 14

კომპანია HP უკვე მრავალი წელია სანდო და ხარისხიან პროდუქტს ქმნის, თუმცა მისმა ბოლო მოდელმა ნამდვილად შეძლო უამრავი ადამიანის ყურადღების მიპყრობა. ამის მიზეზი გამორჩეული და ულტრა თხელი დიზაინია, რაც საკმაოდ ამსუბუქებს მას და ძალიან მოსახერხებელს ხდის მოძრავი ადამიანისთვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მეტიც, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ისაა, რომ კომპანიამ მოახერხა და ულტრა პორტატულ მოწყობილობაში თავი მოუყარა დიდ გამოთვლით სიმძლავრეს. მოდელი წარმოდგენილია 13.3 დუიმიანი 1080p ეკრანით, Intel Core i5 ან i7 პროცესორით და 512 გბ-მდე ფლეშ მეხსიერებით.