მარტში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 266.3%-ით გაიზარდა

მარტში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 266.3%-ით გაიზარდატურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211.484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188.354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა 37.1%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159.199 შეადგინა, რაც 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე +107,944-ით მეტია (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიპიენი